მოხმარების პირობები
1. ვისთან დებთ ხელშეკრულებას
ინდ. მეწარმე: მალხაზი ცაგარელი, პ/ნ 01017054052, ტელ: +995 551 08 12 04, ელ-ფოსტა [email protected].
მისამართი: თბილისი, რევაზ ჯაფარიძის პირველი გასასვლელი N7
ასტრარიუმით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს.
2. სერვისი
ასტრარიუმი გთავაზობთ ასტროლოგიურ რუკებს, ჰოროსკოპებს, ტაროს გაშლებსა და ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს - ორაკლს. აღნიშნული პროდუქტები განკუთვნილია გართობისთვის. ისინი არ არის წინასწარმეტყველება, სამედიცინო, იურიდიული, ფინანსური ან ფსიქოლოგიური რჩევა. არ შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მათზე დაფუძნება.
3. მომხმარებლის ანგარიში
მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარ ანგარიშზე შესრულებულ მოქმედებებზე.
სწორი პასუხების მისაღებად მიუთითეთ დაბადების ზუსტი მონაცემები.
მომხმარებელმა არ უნდა გაანდოს ასტრარიუმზე შესასვლელი ანგარიშის მონაცემები სხვებს
4. ფასები და გადახდა
ყველა ფასი მითითებულია ლარში თითოეული პროდუქტის გვერდით.
ორაკლის გამოწერა
ფასი 19.99 ₾ თვეში, ავტომატური განახლებით, ან 191.99 ₾ წელიწადში (20%-იანი ფასდაკლებით) - ერთჯერადი გადახდა 12 თვეზე, ავტომატური განახლების გარეშე
PDF წიგნები
ფასი როგორც მითითებულია წიგნის გვერდზე
თქვენ მიერ განხორციელებული ბარათით (Visa, Mastercard), Google Pay-ით ან Apple Pay-ით გადახდა უსაფრთხოდ მუშავდება.
თქვენი ბარათის მონაცემებს საიტი არ ინახავს.
ყოველთვიური გამოწერა ავტომატურად ახლდება, სანამ მას არ გააუქმებთ. გაუქმების შემდეგ საიტსა და მონაცემებზე წვდომა გადახდილი პერიოდის ბოლომდე გრჩებათ.
5. მიწოდება
საიტზე არსებული ყველა პროდუქტი ციფრულია. შეძენილი პაკეტი გადახდის დადასტურებისთანავე აქტიურდება. იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი პაკეტით ვერ სარგებლობთ, დაგვიკავშირდით აღნიშნული პრობლემის უახლოეს ვადებში მოსაგვარებლად.
6. თანხის დაბრუნება
PDF წიგნებისა და სხვა ციფრულ შიგთავსში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.
შესყიდვის გაუმართაობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ მეილზე. ხარვეზი გამოსწორდება უახლოეს ვადებში, წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან დაბრუნდება.
გადახდილი თანხის უკან დასაბრუნებლად მოგვწერეთ მეილზე: [email protected]
თანხა ბრუნდება 5-10 სამუშაო დღის განმავლობაში იმავე ბარათზე, რომლითაც გადახდა განხორციელდა.
7. დაუშვებელი ქმედებები
აკრძალულია ასტრარიუმის შიგთავსის კოპირება, გადაყიდვა ან გავრცელება, სერვისის ბოროტად გამოყენება და მისი შეზღუდვებისა თუ გადახდების გვერდის ავლის მცდელობა.
8. ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდი, აპლიკაციები, დიზაინი და შიგთავსი ეკუთვნის ასტრარიუმს. მომხმარებლის დაგენერირებული გაშლები/წაკითხვები განკუთვნილია მომხმარებლის პირადი გამოყენებისთვის.
9. პასუხისმგებლობა
სერვისი მოგეწოდებათ მისი პირვანდელი და ორიგინალი სახით.
ტაროს გაშლების, ჰოროსკოპების, ნატალური რუკისა თუ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული ნებისმიერი ტექსტის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ასტრარიუმი არ არის პასუხისმგებელი
10. ანგარიშის გაუქმება
ანგარიშის წაშლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
მომხმარებლის მიერ ზემოთ ხსენებული პირობების დარღვევის შემთხვევაში ასტრარიუმი იტოვებს უფლებას, გააუქმოს კონკრეტული მომხმარებლის ანგარიში.
11. ცვლილებები და კანონმდებლობა
აღნიშნული პირობები ექვემდებარება განახლებას.
პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
12. კონტაქტი
მეილი: [email protected]
ტელ: +995 551 08 12 04