კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ასტრარიუმი - astrarium.ge და Astrarium-ის Android აპლიკაცია
ბოლო განახლება: 2026 წლის 28 სექტემბერი
1. ჩვენს შესახებ
ინდ. მეწარმე: მალხაზი ცაგარელი, პ/ნ 01017054052, ტელ: +995 551 08 12 04, ელ-ფოსტა [email protected].
მისამართი: თბილისი, რევაზ ჯაფარიძის პირველი გასასვლელი N7
2. შეგროვილი მონაცემები
- ანგარიშის მონაცემები: ელ-ფოსტა, სახელი, ტელეფონის ნომერი (მითითების შემთხვევაში);
- დაბადების მონაცემები: დაბადების თარიღი, დრო და ადგილი, რომელთა დაყრდნობითაც გამოითვლება მომხმარებლის რუკები.
- სერვისით სარგებლობა: ორაკლთან მიმოწერა, ტაროს გაშლა და თავსებადობის მოთხოვნები. მათ შორის სხვა ადამიანების დაბადების მონაცემები, რომლებსაც მომხმარებელი შეიყვანს;
- შესყიდვები: ასტრარიუმის რა პაკეტი შეიძინეთ და როდის. ბარათის მონაცემები ჩვენ მიერ არ მუშავდება;
- სტატისტიკა და აქტივობა საიტზე: საერთო სტატისტიკისთვის ვიყენებთ Google Analytics-სა და Meta-ს პიქსელს. ასევე ვინახავთ საკუთარ ჩანაწერს იმის შესახებ, რომელი გვერდები იხსნება და რომელ ღილაკებს აჭერენ. ის დაკავშირებულია ბრაუზერის შემთხვევით იდენტიფიკატორთან, ხოლო ავტორიზაციის შემდეგ თქვენს ანგარიშთან. ჩანაწერი არ შეიცავს IP მისამართს და თქვენ მიერ შეყვანილ ტექსტს, გარდა რეგისტრაციის ელ-ფოსტის ცალმხრივი ანაბეჭდისა (ჰეში), რომელიც მხოლოდ ვიზიტის ახალ ანგარიშთან დასაკავშირებლად გამოიყენება. ჩანაწერი 180 დღის შემდეგ იშლება. Microsoft Clarity გვაჩვენებს ვიზიტების ეკრანის ჩანაწერებს, რათა გამოვასწოროთ ის, რაც ადამიანებს აბნევს; ფორმის ველები მისთვის დამალულია.
3. მონაცემის შენახვის მიზნობრიობა
- სერვისის მიწოდება: რუკების გამოთვლა, სხვადასხვა ტიპის ტაროსა და მკითხაობის დაწერა;
- გადახდების დამუშავება და შეძენილ პაკეტზე წვდომის უზრუნველყოფა;
- სერვისის უსაფრთხოება, გამართული მუშაობა და მისი გაუმჯობესება.
- ანგარიშთან დაკავშირებული წერილების გამოგზავნა. ხოლო, სარეკლამო შეტყობინებების - მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით.
თქვენი მონაცემები ასტრარიუმთან დაცულია და არ იყიდება.
4. მონაცემთა გაზიარება
მონაცემები გაზიარებულია მხოლოდ იმ მომსახურების მომწოდებლებთან, რომლებიც ასტრარიუმის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ;
მონაცემები მათ მიერ მუშავდება მხოლოდ ასტრარიუმის დავალებითა და წინასწარ განსაზღვრული მიზნით.
5. ინფორმაციის შენახვის ვადები
ინფორმაცია ინახება ანგარიშის გაუქმებამდე.
ანგარიშის წაშლისას თქვენი მონაცემები ბაზიდან იშლება 30 დღის განმავლობაში, გარდა გადახდის ჩანაწერებისა, რომლებიც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადით შენახვას საჭიროებს.
6. მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს საკუთარი მონაცემების ნახვა, გასწორება, წაშლა ან ასლის მიღება. ამასთან, ნებისმიერ დროს გააუქმოს სარეკლამო შეტყობინებებზე თანხმობა.
მომხმარებელს ანგარიშის წაშლა შეუძლია თავად - პროფილის პარამეტრებიდან ან ჩვენთან დაკავშირებით, საიტზე მითითებულ მეილზე: [email protected].
მომართვაზე რეაგირება მოხდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში. პასუხით უკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს.
7. უსაფრთხოება
მომხმარებელთა მონაცემების დასაცავად გამოყენებულია დაშიფვრა და წვდომის კონტროლი. პაროლები არასოდეს ინახება წაკითხვადი სახით.
8. ცვლილებები
აღნიშნული პირობები ექვემდებარება განახლებას.
საიტზე მითითებული თარიღი აჩვენებს პირობების მიმდინარე ვერსიას.
მომხმარებელი ინფორმირებული იქნება განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ.
9. კონტაქტი
მეილი: [email protected]
ტელ: +995 551 08 12 04